Sunday, January 27, 2013

მსოფლიოს შვიდი საოცრება

მსოფლიოს შვიდი საოცრება -
ასე უწოდებენ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე შექმნილ ყველაზე ცნობილ სიას, თუმცა ამ შვიდი საოცრების ჩამოთვლა დღეს ცოტა ვინმეს თუ შეუძლია.რიცხვ "შვიდს" უხსოვარი დროიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ რატომ აირჩიეს სწორედ შვიდი ნაგებობა?შვიდი საოცრება პირველად ძვ. წ. მე-5 საუკუნეში მცხოვრებმა ბერძნებმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ მოიხსენია თავის საოცრებათა სიაში, რომელიც პირამიდებსა და ბაბილონის დაკიდებულ ბაღებს შეიცავდა.ცნობები ამ საოცრებების შესახებ გვხვდება, აგრეთვე, მათემატიკოს ფილონ ბიზანტიელისა ( დაახლოებით ძვ. წ. 225 წლებში ) და ბერძენი მწერლის ანტიპატრე სიდონელის ( დაახლოებით ძვ. წ. 130 წელი ) შრომებში.იმ დროისთვის ალექსანდრიაში ფაროსის შუქურა ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომ სიაში მის ნაცვლად ბაბილონის გალავანი იყო შესული.

შუა საუკუნეებისთვის მსოფლიო საოცრებათა ეს სია საყოველთაოდ იუო აღიარებული, მაგრამ ამ შვიდიდან დღეს მხოლოდდიდი პირამიდა არსებობს.სხვა საოცრებები განადგურდა და მათგან მმხოლოდ ნანგრევები და თვითმხილველთა ჩანაწერები შემოგვრჩა.

ისტორია

ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.

No comments:

Post a Comment